ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ასადი დასავლეთს აკრიტიკებს


სირიაში მიმდინარე სისხლისღვრას ასადი დასავლეთს აბრალებს

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი ქვეყანაში გაჩაღებულ სისხლისღვრაში დასავლეთს ადანაშაულებს, განსაკუთრებით კი, თურქეთს.

სატელევიზიო ინტერვიუში მან სირიის მოსახლეობას მიმართა და დასძინა, რომ მათი ბედი მათივე ხელშია და არა გარეშე ძალების. აჯანყებულებს მან ტერორისტები უწოდა, ხოლო „რეგიონალური და გლობალური" კონფლიქტის მოსაგვარებლად, მისი თქმით, მეტი დრო სჭირდება.

წელიწადნახევრის განმავლობაში ბაშარ ალ ასადი ფარტომაშტაბიანი სამხედრო ოპერაციებით ცდილობს ჩააქროს აჯანყება. შედეგად, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი დღითიდღე იზრდება. თავის მხრივ, თურქეთი საერთაშორისო ძალების ჩარევისკენ მოუწოდებს.

XS
SM
MD
LG