ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ასადი გამარჯვებაში დარწმუნებულია


სირიის პრეზიდენტის განცხადებით, ტერორისტებს საზოგადოება მხარს არ უჭერს

სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის განცხადებით, ამბოხებულები სამთავრობო ძალების დამარცხებას ვერ შეძლებენ. თუმცა, მისივე თქმით, დიალოგის კარი ისევ ღიაა. მისი განცხადება ეგვიპტურმა ყოველკვირეულმა გამოცემამ - „ალ-აჰრამ ალ-არაბიმ“ გამოაქვეყნა.

სირიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყნის წინააღმდეგ ტერორისტებს შეიარაღებული ჯგუფები წვრთნიან. მისი თქმით, ამ ტერორისტებს საზოგადოება მხარს არ უჭერს. ასადმა, ასევე, აღნიშნა, რომ მხარს უჭერს დიალოგს ოპოზიციასთან.
„თუმცა ვინ აირჩია იარაღის გზა, ისინი სირისი არმიას უნდა ჩაბარდნენ,“
ბაშარ ალ-ასადი...


ამავდროულად, უფლებადამცველი ჯგუფები იუწყებიან, რომ სამთავრობო ძალებმა იერიში განაახლეს მეამბოხეებზე. ბრძოლები მიმდინარეობს ალეპოში, ხოლო დამასკოს გარეუბნებში აფეთქებების ხმა ისმოდა.
XS
SM
MD
LG