ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის არმიამ ახალი იერიში წამოიწყო


სირიის არმიამ ახალი იერიში წამოიწყო, მას შემდეგ რაც მთავრობამ განცხადება გააკეთა საერთაშორისო გეგმის შესაბამისად დასახლებული პუნქტებიდან ჯარის გამოყვანის შესახებ.

სირიის ოპოზიციის აქტივისტების განცხადების თანახმად ჯარის ნაწილები ჩრდილოეთით თურქეთის საზღვრიდან სამხრეთით ქალაქ დარაამდე მთელ რიგ ქალაქებსა და სოფლებში შევიდნენ.

პრეზიდენტ ასადის მოწინააღმდეგეთა ბასტიონი ქალაქი ჰომსი კიდევ ერთხელ გახდა არმიის სამიზნე. სამთავრობო ძალების სამხედრო გააქტიურება გაეროს სპეციალური წარმომადგენლის კოფი ანანის და პრეზიდენტ ასადის შეთანხმებას მოჰყვა, რომელიც 10 აპრილისთვის ქვეყნაში საომარი მოქმედებების შეწყვეტას ითვალისწინებს.

ამასობაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააფრთხილა დასავლეთი და არაბული სახელმწიფოები თავი შეიკავონ სირიელი აჯანყებულების შეიარაღებისგან. ბაქოში ოფიციალური ვიზიტის დროს ბატონმა ლავროვმა განაცხადა, რომ სირიის ოპოზიციონერების კბილებამდე შეაიარაღების შემთხვევაშიც ისინი ვერ შეძლებენ სამთავრობო ძალების დამარცხებას.

XS
SM
MD
LG