ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არაბული ლიგის მორიგი სამიტი


მორიგ სამიტზე არაბი ქვეყნების ლიდერები შეეცდებიან სირიის მეზობელი ქვეყნებისგან მეტი მხარდაჭერა მიიღონ

საუდის არაბეთი სირიის ოპოზიციის მებრძოლთა მხარდამჭერებს მოუწოდებს, პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის გადაყენებისთვის მებრძოლ მეამბოხეებს მეტი იარაღი მიაწოდონ. ეს განცხადება დღეს საუდის პრინცმა სალმან ბინ აბდულაზიზმა კუვეიტში არაბული ლიგის ქვეყნების სამიტზე გააკეთა.

სამიტზე არაბი ლიდერები შეეცდებიან სირიის მეზობელი ქვეყნებისგან მეტი მხარდაჭერა მიიღონ. ეს ის ქვეყნები არიან, რომლებმაც 2011 წლის მარტიდან სირიიდან დევნილი მილიონობით ადამიანი შეიფარეს. სამიტზე გაეროს არაბული ლიგის ელჩი ლახდარ ბრაჰიმი სიტყვით გამოსვლას გეგმავს. გუშინ მან განაცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები შეწყვეტილია და ახალი რაუნდისთვის სიტუაცია ჯერ არ მომწიფებულა.
XS
SM
MD
LG