ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის ოპოზიცია ალყაშია


სირიის ოპოზიცია ალყაშია

სირიის ოპოზიციის აქტივისტების განცხადებით ხელისუფლებამ ტანკები განალაგა ისტორიული ქალაქის ჰამას გარშემო, სადაც 20 წლის წინათ სისხლში ჩაახშო მთავრობის საწინააღმდეგო აჯანყება.

ბაშირ ალ-ასადის მამამ ჰაფეზ ასადმა 1982 წელს სუნიტების ამბოხების ჩახშობის მიზნით უმოწყალოდ დაბომბა ქალაქი, რომლის დროსაც სულ ცოტა 10 000 ადამიანი დაიღუპა.

ბაშირ ასადი 2000 წელს გახდა სირიის პრეზიდენტი და უკვე თითქმის ერთი თვეა ცდილობს აჯანყების ჩახშობას ქვეყანაში.

თვითმხილველთა განცხადებით ქალაქ ჰომსის მახლობლად მდებარე სოფელ ალ-ჰარააას ტანკებით დაბომბვის დროს სულ ცოტა 19 ადამიანი დაიღუპა.

სირიის სიდიდით მეორე ქალაქ ალეპოში კი პოლიციამ სტუდენტების 2000 კაციანი დემონსტრაცია დაარბია.

XS
SM
MD
LG