ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიამ ერთი რეპრესიული კანონი მეორით შეცვალა


სირიამ ერთი რეპრესიული კანონი მეორით შეცვალა
სირიამ ერთი რეპრესიული კანონი მეორით შეცვალა

მას შემდეგ, რაც სირიის ოფიციალურმა პირებმა 50 წლიანი საგანგებო ვითარება გააუქმეს, პოლიციამ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი დააპატიმრა.

ადამიანის უფლებათა დამცველები აცხადებენ, რომ მაჰმუდ ისა ქალაქ ჰომსში უშიშროების სამსახურმა საკუთარ სახლში დააპატიმრა.

დაპატიმრებამდე რამდენიმე საათით ადრე, მთავრობამ მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც საგანგებო ვითარება გაუქმდა. ახალი კანონის თანახმად, ასევე დაიშალა უშიშროების სასამართლო, რომელსაც პოლიტიკური პატიმრების გასამართლება ევალებოდა. გარდა ამისა, პირველად სირიის ისტორიაში კანონი დემონსტრაციების გასამართად მთავრობის ოფიციალურ ნებართვა ითხოვს.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, სირიამ ერთი რეპრესიული კანონი მეორით შეცვალა, რაც ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების ჩატარებას ხელს შეუშლის.

XS
SM
MD
LG