ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში არეულობა გრძელდება


სირიაში არეულობა გრძელდება
სირიაში არეულობა გრძელდება

სირიაში მოქმედი უფლებათადამცველების განცხადებით, სამთავრობო ძალებმა ქალაქ ჰომსში შეკრებილ ასობით დემონსტრანტს ცეცხლი გაუხსნეს. ჰომსი სირიაში სიდიდით მეორე ქალაქია. ჯერჯერობით დაჭრილთა და დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. ჰომსში მოსახლეობის პროტესტი მას შემდეგ გაძლიერდა, რაც კვირას პოლიციის ძალების მიერ მოკლული 12 დემონსტრანტი დაკრძალეს. დასაფლავების ცერემონიას 10 ათასზე მეტი ადამიანი დაესწრო. გუშინ ჰომსის მთავარ მოედანზე ასობით დემონსტრანტი შეიკრიბა. სირიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ქვეყანაში დაწყებულ მღელვარებას შეიარაღებული ბუნტის კვალიფიკაცია მისცა და მომხდარში სალაფისტები დაადანაშუალა. სალაფის მოძრაობა სუნიზმის ულტრაკონსერვატულ მიმართულებას წარმოადგენს, რომელიც საუდის არაბეთიდან გავრცელდა. ამასთანავე დღეს ცნობილი გახდა, რომ სირიის ხელისუფლებამ გააუქმა საგანგებო კანონი, რომელიც ქვეყანაში უკვე 50 წელია მოქმედებს.

XS
SM
MD
LG