ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახალხო გამოსვლები სირიაში


სახალხო გამოსვლები სირიაში

სირიის სამხრეთში მდებარე ქალაქ სევიდაში დღეს ასობით ადამინი გამოვიდა მთავრობისგან მეტი დამოუკიდებლობის მოთხოვნით. მოსახლეობას სირიის დამოუკიდებლობის დღეს საპროტესტო დემონსტრაციების ჩატარების უფლების მოპოვება სურს.

დღევანდელი დემონსტრაცია სოციალური ქსელების მეშვეობით იყო ორგანიზებული. მომიტინგეები პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადის მიერ დათქმული პირობის შესრულებას ითხოვენ. ასადმა განაცხადა, რომ უკვე რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მოქმედ საგანგებო ვითარებას ერთ კვირაში გააუქმებდა.

საგანგებო ვითარება სირიის სამართალდამცავ და უშიშროების სტრუქტურებს შეუზღუდავ ძალაუფლებას აძლევს ხალხის უსამართლო დაპატიმრებასა და გასამართლებაში.

XS
SM
MD
LG