ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში მეამბოხეები დაიღუპნენ


სამთავრობო სააგენტოს განცხადებით, დაღუპულები ტერორისტები იყვნენ

სირიელი აქტივისტები და სახელმწიფო მედია აცხადებენ, რომ ამ კვირას ქალაქ ჰომსიდან გაქცევის დროს ათობით მეამბოხე დაიღუპა.

საინფორმაციო სააგენტოს „სანას“ ინფორმაციით, პარასკევს ასადის არმიამ 37 მეამბოხე გაანადგურა, რომლებიც ჰომსის ჩრდილოეთ ნაწილიდან გაქცევას ცდილობდნენ. სააგენტოს განცხადებით, დაღუპულები ტერორისტები იყვნენ.

პარალელურად სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ობსერვატორიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოთხშაბათს და ხუთშაბათს სამთავრობო არმიასთან შეტაკების დროს 45 ოპოზიციონერი დაიღუპა.

სააგენტოებს სამთავრობო ჯარების დანაკარგის ზუსტი ციფრები არ დაუსახელებიათ.
XS
SM
MD
LG