ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არაბული ლიგის სამიტის მოლოდინში


არაბული ლიგის საგარეო საქმეთა მინისტრები სავარაუდოდ გაეროსა და ლიგის სპეციალური ელჩის კოფი ანანის გეგმას დაუჭერენ მხარს სირიაში კრიზისის დასასრულებლად. გეგმას მხარი დაუჭირა ბაშარ ალ ასადის მთავრობამ.

ხუთშაბათს არაბული ლიგის საგარეო საქმეთა მინისტრები, ბაღდადში უმაღლესი დონის შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად შეიკრიბებიან.

ამ ფონზე, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა დამასკოს მიერ კოფი ანანის გეგმაზე თანხმობას „მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი“ უწოდა.

"ვიცით რა ასადის ფუჭი დაპირებების შესახებ, ჩვენ გვსურს რომ მის თანხმობას კონკრეტული ქმედებები დაუყოვნებლივ მოჰყვეს. ასადის გულწრფელობასა და სერიოზულ დამოკიდებულებას მისი მოქმედებებით შევაფასებთ. თუ იგი ნამდვილად აპირებს სირიის ისტორიის ეს შავბნელი თავი დაასრულოს, მას ამის დამტკიცება დაუყოვნებლივ, ცეცხლის შეწყვეტის განკარგულებით შეუძლია."

გასულ წელს, მას შემდეგ რაც ასადის მთავრობამ არ შეისმინა სისხლისღვრის დასრულების მოწოდებები, არაბულმა ლიგამ დამასკო კავშირიდან გარიცხა.

XS
SM
MD
LG