ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში კიდევ 23 ადამიანი მოკლეს


სირიაში სამთავრობო ძალების მიერ 23 ადამიანი იქნა მოკლული, მაშინ როცა ქვეყნის სახელმწიფო ტელევიზია პრეზიდენტ ბაშარ-ალ-ასადის მხარდამჭერთა მიტინგს გადასცემდა.

ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ჯგუფის თანახმად, გარდაცვლილი ადამიანების სხეულზე წამების ნიშნები შეინიშნება. სახელმწიფო მედიის ინფორმაციით ხელისფლების ძალებმა იდლიბის რეგიონში ტერორისტთა შეიარაღებული ჯგუფის წევრების განადგურება შეძლო.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ალან ჟუპეს განცხადებით, საფრანგეთი სირიის ოპოზიციის შეიარაღების წინააღმდეგია, რადგან შიშობს რომ არსებული სიტუაცია ქვეყანას უდიდეს კატასტროფას მოუტანს.

XS
SM
MD
LG