ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი რეზოლუციის პროექტი სირიის წინააღმდეგ


ახალი რეზოლუციის პროექტი სირიის წინააღმდეგ

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი გაეროს უშიშროების საბჭოს არაბული ლიგის გეგმის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. მანამდე კი ვაშინგტონმა სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის მთავრობის მოქმედება მკაცრად გააკრიტიკა. გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დღეს გაიმართება.დასავლეთის ქვეყნები მუშაობენ რეზოლუციის პროექტზე, რომელიც არაბული ლიგის გეგმას დაუჭერს მხარს. გეგმის მიხედვით, ბაშარ ასადმა ხელისუფლება უნდა დატოვოს, რაც კრიზისის მოგვარების აუცილებელი პირობაა. თუმცამ სირიის ხელისუფლება ამ გეგმას უარყოფს და ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფის მცდელობად აფასებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით ვაშინგტონის პოზიციაზე გააკეთა კომენტარი:

„ჰილარი კლინტონის გზავნილი სირიელი ხალხის მიმართ ძალიან ნათელია. ჩვენ თქვენთან ვართ და მხარს ვუჭერთ თქვენს მისწაფებას უკეთესი და დემოკრატიული მომავლის გზაზე. მაგრამ პირველ რიგში ამ ძალადობას ბოლო უნდა მოეღოს,“ - განაცხადა ნულანდმა.

ამასთანავე, ცნობილი გახდა რუსეთის პოზიციაც. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გენადი გატილოვმა განაცხადა, რომ რეზოლუციის პროექტის მიღებით ვერ მოხდება კომპრომისის მიღწევა სირიაში დაპირისპირებულ მხარეებს შორის და პირიქით, ეს სირიას სამოქალაქო ომის გზაზე დააყენებს.

XS
SM
MD
LG