სირიელი უფლებადამცველების განცხადებით, სამთავრობო ძალებმა ქვეყნის ჩრდილოდასავლეთ ნაწილში 11 ადამიანი მოკლეს და ათობით დაჭრეს. გაეროს მონაცემებით, სირიაში მსხვერპლის რაოდენობამ უკვე 5000 ადამიანს გადააჭარბა. ლონდონში მოქმედი სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის განცხადებით, ბოლო მკვლელობები იდილბის პროვინციაში, თურქეთის საზღვართან მოხდა. როგორც გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის ოფისის ხელმძღვანელმა ნავი პილეიმ გუშინ განაცხადა, სხვადასხვა სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით სირიაში მსხვერპლის რაოდენობამ 5000-ს გადააჭარბა. მისი თქმით, ჩადენილი დანაშაულებები საერთაშორისო კრიმინალურმა სასამართლომ უნდა გამოიძიოს. ამავდროულად, სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს „სანას“ ცნობით, სამშაბათს უსაფრთხოების ძალებმა თურქეთიდან 15 კაციანი ტერორისტული ჯგუფის შემოსვლა აღკვეთეს.
ამავე თემაზე
პოპულარული
1