სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა ახალი კანონი გამოსცა, რომლის თანახმადაც სიკვდილით დაისჯება ყველა, ვინც ტერორისტებს იარაღს მიაწვდის. წინა დღეს კი სირიის ხელისუფლება დათანხმდა ქვეყანაში დამკვირვებლების დაშვებას, რომლებმაც მთავრობის მიერ სამშვიდობო გეგმის შესრულებას უნდა მიადევნონ თვალი. სამშვიდობო გეგმა ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების წინააღმდეგ ძალის გამოყენების აღკვეთას ითვალისწინებს. ასადის მთავრობა საპროტესტო აქციებში კი შეიარაღებულ ტერორისტულ ჯგუფებს ადანაშაულებს. სირიელი უფლებადამცველი აქტივისტების განცხადებით, არაბული ლიგის სამშვიდობო გეგმის ხელმოწერის მიუხედავად, ქვეყანაში ძალადობა გრძელდება.
პოპულარული
1