ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაზე საერთაშორისო ზეწოლა ძლიერდება


გაეროს ჰუმანიტარული მისიის ხელმძღვანელი სირიის დაბომბილ ქალაქ ჰომსში მიემგზავრება. მისი მიზანია, რომ მისიის თანამშრომლებს მოსახლეობისთვის დახმარება შეუფერხებლად შეეძლოთ. როგორც გაეროს პრესპიკერმა განაცხადა, ვალერია ამოსი დღეს დამასკოში ჩავიდა, სადაც შეხვედრები გამართა სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებთან. ის იქ პარასკევამდე დარჩება, რის შემდეგაც სირიაში გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი კოფი ანანი ჩავა, რომელსაც სირიაში გაეროს სპეციალური დესპანის მისია აეკისრა. ამასთანავე სირიაზე საერთაოშირისო ზეწოლა ძლიერდება. შეერთებული შტატების განცხადებით, გაეროს უშიშროების საბჭოსთვის ახალი რეზოლუციის პროექტი მზადდება, რომელიც სირიაში ძალადობის დასრულებას შეუწყობს ხელს. თურქეთის მთავრობამ კი სირიის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების დაუყოვნებლივი გაწევა და სპეციალური დერეფნის შექმნა მოითხოვა.

XS
SM
MD
LG