ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის ქალაქი ჰომსი ხელისუფლების ჯარებმა დაბომბეს


სირიის ქალაქი ჰომსი ხელისუფლების ჯარებმა დაბომბეს

სირიაში გრძელდება სახალხო აჯანყება. სირიის ქალაქი ჰომსი, სამთავრობო გამოსვლების ერთ-ერთი ცენტრი, ხელისუფლების ერთგულმა ჯარებმა დაბომბეს.

როგორც დასავლეთის მედიას ანტი-სამთავრობო გამოსვლების აქტივისტმა ნაჯიტა ტაიარამ განუცხადა დაბომბვის შემდეგ ქალაქის რამდენიმე უბანში უშიშროების ძალების ქვედანაყოფები შევიდნენ, რომლებიც წინასწარ შედგენილი სიების შესაბამისად საცხოვრებელ სახლებში დაეძებენ სახალხო გამოსვლების აქტივისტებს.

ადამიანის უფლებათა დამცავი ორგანიზაციების განცხადებით ბაშირ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ სახალხო მღელვარების დაწყების შემდეგ 630-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და სულ ცოტა 9 000 აქტივისტი დააპატიმრეს.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა სირიის პრეზიდენტს მოუწოდა შეწყვიტოს მშვიდობიანი მოსახლეობის დაჭერები და რეფორმების გატარებაზე იფიქროს.

თავის მხრივ ევროკავშირმა სირიის რამდენიმე მაღალი რანგის ოფიციალურ პირს აუკრძალა ევროპის ტერიტორიაზე გადაადგილება და გაყინა მათი ანგარიშები ევროპულ ბანკებში.

XS
SM
MD
LG