ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთისა და ჩინეთის ვეტო სირიის რეზოლუციაზე


რუსეთისა და ჩინეთის ვეტო სირიის რეზოლუციაზე
რუსეთისა და ჩინეთის ვეტო სირიის რეზოლუციაზე

გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთმა და ჩინეთმა ვეტო დაადეს რეზოლუციას, რომელიც გმობდა სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის მიერ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიებს.

რუსეთის და ჩინეთის საქციელი მკაცრად გააკრიტიკა გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა. უშიშრობის საბჭოს წევრმა დანარჩენმა 13-მა სახელმწიფომ, შეერთებული შტატების, გერმანიის და საფრანგეთის ჩათვლით ერთხმად დაუჭირეს მხარი აღნიშნულ რეზოლუციას.

ტუნისის პრემიერ-მინისტრმა ჰამადი ჯებალიმ განაცხადა, რომ ეს ქვეყანა წყვეტს დიპლომატიურ ურთიერთობებს სირიასთან და სხვა არაბულ სახელმწიფოებსაც მოუწოდა ამ გადაწყვეტილების მხარდაჭერისკენ.

შეერთებული შტატების და ბრიტანეთის წარმომადგენლებმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში დაგმეს ჩინეთის და რუსეთის ხელისუფლების პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ბრიტანეთის ელჩის მარკ ლაიალ გრანტის განცხადებით, მოსკოვმა და პეკინმა ტირანიის მხარდაჭერით ზურგი შეაქციეს მთელი არაბული სამყაროს მოთხოვნებს.

თავის მხრივ სირიის ელჩმა გაეროში ბაშარ ჯაფარიმ ამ ორგანიზაციის წევრები ტერორისტების მხრდაჭერაში დაადანაშაულა.

XS
SM
MD
LG