ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შვეიცარიამ ამერიკას რუსი ვადისლავ კლიუშინი გადასცა


ხანგრძლივი პროცესის შემდეგ, შვეიცარიამ ამერიკის შეერთებულ შტატებს კრემლთან დაახლოებული რუსი ბიზნესმენი, ვადისლავ კლიუშინი გადასცა. ექსტრადიციის პროცესი 18 დეკემბერს შედგა. კლიუშინს ამერიკაში რამდენიმე ბრალი აქვს წაყენებული და მრავალი წლით პატიმრობა ემუქრება.

მანამდე კლიუშინი სასჯელს შვეიცარიაში იხდიდა, მისი ადვოკატები კი ცდილობდნენ შვეიცარული სასამართლო დაერწმუნებინათ, რომ მათი კლიენტის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები არსებობდა. თუმცა, მათ დავა ყველა ინსტანციაში წააგეს.

საბოლოო გადაწყვეტილება შვეიცარულმა სასამართლომ დეკემბრის დასაწყისში გამოაცხადა, რომ რუსი ბიზნესმენის ექსტრადიციის მოთხოვნა კანონიერია და ის არ შეიცავს პოლიტიკურ ნიშნებს. სასამართლოს განაჩენში წერია, რომ არ აქვთ საფუძველი, ეჭვქვეშ დააყენონ ამერიკის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა.

მეტიც, განაჩენი მიუთითებს, რომ კლიუშინის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეში ყველანაირი საფუძველი არსებობს, რუსი ბიზნესმენის დაკავებისა და ექსტრადიციისთვის. შესაბამისად, რუსი ბიზნესმენის ექსტრადიციიის პროცესი განახლდა და მისი გადაყვანა ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხდა.

კლიუშინი, კომპანიის "მ-13" მსფლობელია. კომპანიის სერვისები მრავალფეროვანია, ის ფარავს მედიის მონიტორინგის საკითხებს და კიბერუსაფრთოებას. რუსი ბიზნესმენი მარტში ამერიკაში გამოცემული დაკავების ორდერის საფუძველზე დააკავეს.

ამერიკაში კრემლთან დაახლოებულ ბიზნესმენს, თანამზრახველებთან ერთად, მილიონობით დოლარის მითვისებაში ადანაშაულებენ. კლიუშინის ექსტრადიცია ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მალევე მოითხოვა და პირველად შვეიცარულმა სასამართლომ ის ივნისში დააკმაყოფილა, თუმცა შემდეგ დაკავებულის ადვოკატებმა მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივრეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG