ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შვეიცარიაში ტრაგიკული საგზაო შემთხვევა მოხდა


28 ადამიანი, მათ შორის 22 ბავშვი დაიღუპა შვეიცარიის ერთ-ერთ გვირაბში მომხდარ ტრაგიკულ საგზაო შემთხვევაში. სათხილამურო კურორტიდან მომავალი ავტობუსი, რომელზეც ძირითადად ბელგიელი სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ, იტალიის საზღვართან ახლოს, ვალაისის რაიონში მოყვა ავარიაში.

დაღუპულებს შორის ორი მძღოლია. 24 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავტობუსში სულ 52 მგზავრი იმყოფებოდა. ის გვირაბში გამავალ ავტოსტრადაზე გზის კიდეს და შემდეგ გვირაბის კედელს შეეჯახა.

ბელგიის პრემიერ მინისტრმა, ელიო დი რუპომ დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა. ის დღეს ავარიის ადგილზე გადაფრენას გეგმავს.

XS
SM
MD
LG