ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შვედეთი: სავარაუდოდ, ფინეთი ნატოში შვედეთზე ადრე შევა


სამშაბათს, შვედეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ თურქეთის წინააღმდეგობის გამო, მეზობელი ფინეთი, სავარაუდოდ, ნატოში მის ქვეყანაზე ადრე შევა.

ულფ კრისტერსონმა, სტოკჰოლმში, პრეს-კონფერენციის დროს თქვა, რომ ივნისში ნატოს მადრიდის სამიტის შემდეგ ნათელი იყო, რომ ფინეთს ნატოს წევრობისკენ უფრო ადვილი გზა ჰქონდა ვიდრე შვედეთს და ახლა სულ უფრო აშკარა ხდება, რომ ნატოში პირველად ფინეთი შევა.

თურქეთი ფინეთსა და შვედეთს, ბრალს სდებს, რომ ზედმეტად რბილად ეპყრობიან ჯგუფებს, რომლებსაც თურქეთი ტერორისტულად ან თურქეთისადმი საფრთხის შემცველად მიიჩნევს. გასულ თვეში, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ანკარას ფინეთის ნატოში შესვლასთან დაკავშირებით უფრო ნაკლები პრობლემები აქვს, შვედეთან დაკავშირებით კი შეკითხვები კვლავ არსებობს.

გასული წლის მაისში, სამხედრო ალიანსში შესვლის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ფინეთი და შვედეთი მუდმივად ხაზს უსვამდნენ, რომ ალიანსში ერთად შევიდოდნენ, თუმცა ახლა კრისტერსონმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ შესაძლოა შვედეთის და ფინეთის ალიანსში რატიფიცირება სხვადასხვა ეტაპებზე მოხდეს.

XS
SM
MD
LG