ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შვედეთი უსაბუთო ლტოლვილების დეპორტაციისთვის ემზადება


შვედეთი აცხადებს, რომ გასულ წელს, ქვეყანაში სარეკორდო რაოდენობით შესული თავშესაფრის მაძიებლებიდან დაახლოებით 80 ათასის დეპორტაციისთვის ემზადება.

ეს იმ 163 ათასი ადამიანის ნაწილია, რომელიც შვედეთში სირიის, ერაყის და ავღანეთის ომებს გამოექცა. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ანდერს იგემანმა, შვედურ გაზეთს განუცხადა, რომ ლტოლვილებს თავშესაფრის განცხადებებზე უარის მიღების გამო გააძევებენ.

XS
SM
MD
LG