ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შვედეთი რუსეთის გამო თავდაცვას აძლიერებს


შვედი ჯარისკაცები გოტლანდის კუნძულზე პატრულირებენ

ხუთშაბათს შვედეთის თავდაცვამ განაცხადა, ბალტიის ზღვაში, კუნძულ გოტლანდზე საკუთარ ძალებს ზრდის და მის საზღვაო და საჰაერო პატრულირებას აძლიერებს. ეს არის პასუხი რუსეთის აგრესიაზე და გაღრმავებულ დაძაბულობაზე, მათ შორის ბალტიის ზღვის რეგიონში გაზრდილ სამხედრო წარმომადგენლობაზე.

გენერალ-ლეინტენანტ მაიკლ კლაესონის თქმით, რომელიც შვედეთის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი მეთაურია, ისინი თავდაცვას სხვა ადგილებშიც აძლიერებენ. ის აცხადებს, რომ ნატომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუთმოს რუსეთს არც შემდგომი გაფართოების მიმართულებით და არც ევროპის კონტინენტზე ქმედების შეზღუდვის მხრივ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს შვედეთის უსაფრთხოების სტრატეგიისთვის ძირის გამოთხრა იქნება.

მოსკოვი, რომელიც ნატოს აღნიშნულ მოთხოვნებს უყენებს, დასავლეთთან ამბობს, რომ მას სურვილისამებრ შეუძლია სამხედრო ძალების დისლოკაცია საკუთარ ტერიტორიაზე. კრემლის განცხადებით, უკრაინის საზღვართან სამხედრო მობილიზაცია, ქვეყანაში შეჭრის გეგმაზე არ მიანიშნებს. თუმცა, შეერთებული შტატები, ნატო და ევროკავშირი ამგვარ ქმედებას ესკალაციად თვლიან და შიშობენ, რომ შესაძლოა კრემლს უკრაინაში ხელახლა შეჭრა სურდეს.

შვედეთი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყანა არ არის, თუმცა ალიანსთან ტრადიციულად მჭიდრო კავშირი აქვს. გოტლანდი კი ბალტიის ზღვის უდიდესი კუნძულია, რომელიც ქ. კალინინგრადიდან, სადაც რუსეთის საზღვაო ფლოტი მდებარეობს, სულ 330 კილომეტრითაა დაცილებული. 2019 წელს შვედეთმა კუნძულზე სარაკეტო თავდაცვის სისტემა განაახლა.

XS
SM
MD
LG