ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოზიციები „სუპერ-სამშაბათამდე“


რატომ არის, სამი მარტი „სუპერ-სამშაბათი“? – ამ დღეს, 14 შტატში დემოკრატების პრაიმერი გაიმართება. წინასაარჩევნო პერიოდში, ეს არის თარიღი, როცა პრაიმერი ერთდროულად ყველაზე მეტ შტატში ტარდება.

„სუპერ-სამშაბათის“ შედეგებში, დრამატული წვლილი ექნება სამხრეთ კაროლინაში, შაბათს გამართულ კენჭისყრას.

მანამდე კი, პრეზიდენტობის კანდიდატობის დემოკრატ ნომინანტებს შორის გამართული დებატები სულ უფრო მნიშვნელოვანი და დაძაბული ხდება.

სამხრეთ კაროლინა, ექს ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მხარდამჭერ შტატად მიიჩნევა, რადგან მოსახლეობის მსხვილი პროცენტული მაჩვენებელი აფრო-ამერიკელ ამომრჩეველზე მოდის. ცნობილია, რომ ისინი ლოიალურად არიან განწყობილი ექს პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიმართ.

სამხრეთ კაროლინაში, ჯო ბაიდენს, უპირატესობა აქვს სენატორ ბერნი სანდერსთან შედარებით, თუმცა, მისთვის შესაძლოა დაბრკოლებად იქცეს ტომ სტეიერი - მილიარდერი, რომელმაც სამხრეთ კაროლინაში, წინასაარჩევნო კამპანიაში მნიშვნელოვანი დრო და ფული დახარჯა.

გასულ ოთხშაბათს, ბაიდენს მხარდაჭერა გამოუცხადა სამხრეთ კაროლინის კონგრესმენმა, რამაც ექს ვიცე-პრეზიდენტს მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია.

დამოუკიდებელი სენატორი და როგორც ბერნი სანდერსი თავის თავს უწოდებს - „დემოკრატი სოციალისტი“, სამხრეთ კაროლინაში აშკარა ეროვნული ლიდერის სტატუსით მიდის.

სამხრეთ კაროლინა ერთგვარი მაჩვენებელია იმის, თუ როგორი მხარდაჭერა ექნება კანდიდატს, აფრო-ამერიკელ ამომრჩევლებს შორის.

სამხრეთ კაროლინაში ღია პრაიმერი ტარდება, რაც რეგისტრირებულ ამომრჩეველს, საკუთარი არჩევანის გაკეთების საშუალებას აძლევს. რესპუბლიკურმა პარტიამ წელს პრაიმერი გააუქმა. რესპუბლიკელი ამომრჩევლების ნაწილმა კი განაცხადა, რომ ისინი დემოკრატების პრაიმერიში, სენატორ ბერნი სანდერსს დაუჭერენ მხარს, რადგან ტრამპისთვის მისი დამარცხება მარტივი იქნება.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG