ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სუდანმა სამხრეთ სუდანის საზღვართან საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რითაც დაადასტურა, რომ ორ სუდანს შორის სამხედრო დაპირისპირება გრძელდება. სუდანის ოფიციალური მედია-სააგენტოს ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობა სუდანის ხელისუფლებას აძლევს უფლებას დააპატიმროს და დაკითხოს ეჭვმიტანილები. ასევე გამართონ სპეციალური სასამართლოები ტერორისტულ და კრიმინალურ საქმეებზე. საზღვრისპირა რეგიონში საგანგებო მდგომარეობის შედეგად, ასევე დროებით ჩერდება კონსტიტუციის მოქმედება და სამხრეთ სუდანის წინააღმდეგ წესდება სავაჭრო ემბარგო. ორი სუდანი ერთმანეთს ნავთობით მდიდარი ჰეგლიგის რაიონის გამო ედავება, რომელიც სამხრეთ სუდანის საზღვართან, სუდანის ტერიტორიაზე მდებარეობს.

XS
SM
MD
LG