ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საკონსტიტუციო ცვლილებები ეგვიპტეში


ეგვიპტელებმა საყოველთაო რეფერენდუმზე საკონსტიტუციო ცვლილებებს დაუჭირეს მხარი, რომლებიც ამ წლის მიწურულს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითვალისწინებენ.

რეფერენდუმში ამომრჩეველთა 40 %-ზე მეტმა მიიღო მონაწილეობა. აქედან 77%-მა, 14 მილიონზე მეტმა ადამიანმა საკონსტიტუციო ცვლილებებს დაუჭირა მხარი.

რეფერენდუმი ეგვიპტის დემოკრატიზაციისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. საკონსტიტუციო ცვლილებები ეგვიპტის სამხედრო საბჭომ შეიმუშავა, რომელიც პრეზიდენტ მუბარაქის გადადგომის შემდეგ მართავს ქვეყანას.

ეს ცვლილებები საპრეზიდენტო კანდიდატებს ფართო არჩევანის საშუალებას აძლევს. ამიერიდან ეგვიპტეში საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებისთვის აუცილებელია 30 000 ამომრჩევლის ხელმოწერის შეგროვება, 30 პარლამენტარის მხარდაჭერა, ან იმ პოლიტიკური პარტიის წევრობა ვისაც ერთი დეპუტატი მაინც ჰყავს პარლამენტში.

ეგვიპტის პრეზიდენტს ოთხი წლით მხოლოდ ორი ვადით აირჩევენ და მას ერთი ვიცე-პრეზიდენტი ეყოლება. გარდა ამისა არჩევნების მიმდინარეობასა და შედეგებზე პასუხისმგებელი ეგვიპტის სასამართლო სისტემა იქნება.

შეერთებული შტატები მხარს უჭერს ეგვიპტეში ჩატარებულ საკონსტიტუციო რეფერენდუმს. როგორც ეროვნული უშიშროების საბჭოს მრჩეველი ტომ დონილონი აცხადებს:“ ეგვიპტელებმა აქტიურად მიიღეს მონაწილეობა რეფერენდუმში და თავისუფლად გამოხატეს თავიანთი აზრი, რაც დიდი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. ცხადია, რომ ეგვიპტის მომავალი დემოკრატიასთან მჭიდროდ იქნება დაკავშირებული.“

შეერთებული შტატები კვალავაც დაუჭერს მხარს ეგვიპტის ძალისხმევას საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების მოახლოების ფონზე. როგორც სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ამბობს:“ ეს ისტორიული მომენტია, როდესაც უნდა გადალახოთ ყველა ბარიერი და დემოკრატიული ოცნებისკენ აიღოთ გეზი, ამ მოგზაურობაში კი შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაქ ობამა და სახელმწიფო მდივანი თქვენს გვერდით იქნებიან.

XS
SM
MD
LG