ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბირმაში დაკავებული სტუდენტები გაათავისუფლეს


ბირმის პოლიტიკურმა აქტივისტებმა სტუდენტების დაკავებას "გაუგებრობა" უწოდეს

ბირმის მთავრობამ დაკავებული 20 აქტივისტი სტუდენტი გაათავისუფლა. სტუდენტები მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი პარასკევს, ბირმის ოთხ ქალაქში სტუდენტური მოძრაობის ჩახშობიდან 50 წელს აღნიშნავდნენ.

1962 წელს ბირმის სამხედროებმა რანგუნის უნივერსიტეტის სტუდენტთა კავშირის შენობა დაბომბეს. მასში ათობით სტუდენტი იმყოფებოდა, რომლებიც ავტორიტარული რეჟიმის საწინააღმდეგო საპროტესტო მოძრაობის დაწყებას გეგმავდა.

ბირმის პოლიტიკურმა აქტივისტებმა პარასკევს სტუდენტების დაკავებას გაუგებრობა უწოდეს და მოუწოდეს სამხედრო მართველობას სტუდენტთა ლიდერების მიმართ მეტი ნდობა გამოიჩინონ.


XS
SM
MD
LG