ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ აფრიკაში მაღაროელები დაჭრეს


პოლიციის განცხადებით, ინციდენტი აღმოსავლეთ კვაზულუ-ნატალის პროვინციაში მოხდა

მაღაროს უშიშროების სამსახურმა, სამხრეთ აფრიკის ქვანახშირის მაღაროს ტერიტორიაზე, ორი მუშა ცეცხლსასროლი იარაღით მას შემდეგ დაჭრა, რაც მუშები ხელფასების მომატების მოთხოვნით მაღაროს ტერიტორიაზე შეიკრიბნენ.

პოლიციის განცხადებით, ინციდენტი აღმოსავლეთ კვაზულუ-ნატალის პროვინციაში მოხდა, როდესაც მუშები მაღაროს იარაღის საწყობში შეჭრას ცდილობდნენ.

პოლიციის პრესსპიკერის, ჯეი ნაიკერის თქმით, რამდენიმე პოლიციელი აქციის მონაწილე მუშებს დაედევნა და ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ორი მუშა დაიჭრა.

ორივე დაჭრილი მუშა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება გაუწიეს.
XS
SM
MD
LG