ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დომინიკ სტრაუს კანის პროფილი


დომინიკ სტრაუს კანის პროფილი
დომინიკ სტრაუს კანის პროფილი

დომინიკ სტრაუს კანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი 2007 წელს გახდა. საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი მისი ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი იყო.

„მე დომინიკ სტრაუს კანს ტელეფონით ვესაუბრე და ვითხარი, რომ სავალუტო ფონდის არაჩვეულებრივი ლიდერი იქნება.“

სტრაუს კანის კანდიდატურას ამერიკის შეერთებულმა შტატებაც დაუჭირა მხარი. ამერიკის ხაზინის მაშინდელმა მდივანმა ჰენრი პოლსონმა თქვა:

„მე ძალიან დადებითად ვარ განწყობილი დომინიკ სტრაუს კანის მიმართ.“

პოლიტიკისთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სტრაუს კანმა საერთაშორისო სავალუტო ფონდი გარდაქმნა და ფეხზე დააყენა. ჯეიკობ კირკეგარდი პეტერსონის საერთაშორისო ეკონომიკის ინსტიტის ექსპერტია. მისი თქმით:

„2007 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდი თანამშრომლების რაოდენობას ამცირებდა და ხალხს სამსახურიდან უშვებდა. არავინ ფიქრობდა იმას, რომ ფონდი ოდესმე ისევ დაიბრუნებდა დანიშნულებას.“

შემდეგ დადგა 2008 წელი და დაიწყო გლობალური ფინანსური კრიზისი, რომელმაც სავალუტო ფონდის უნიკალური, როგორც მსოფლიო ფინანსური ორგანიზაციის როლი კვლავ წარმოაჩინა.

კირკეგარდის თქმით:

„ჩემი აზრით, ფონდის ამ როლში გამოჩენა მეტ წილად დომინიკ სტრაუს კანის დამსახურებაა.“

კირკეგარდის თქმით, მსოფლიო ფინანსური კრიზისი დასრულებული არ არის, მაგრამ სავალუტო ფონდმა ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე ბევრ ქვეყნას გაუწია დახმარება, განსაკუთრებით კი ევროპაში:

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის დაუყოვნებელმა რეაქციამ გარდაექმნა საბერძნეთის ფინანსური სტრუქტურა, და დახმარებოდა ირლანდიასა და პორტუგალიას, მსოფლიო ბაზარზე უდიდესი გავლენა ჰპოვა. ამ მიმართულებით ფონდმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა და მას რა თქმა უნდა მმართველი დირექტორი ედგა სათავეში.“

ექსპერტების მეორე ნაწილი სტრაუს კანს სხვანაირად აფასებს. ემირა ვუდსი ამერიკის საგარეო პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარია. მისი თქმით ფონდის საქმიანობა აფრიკის კონტიტნენტზე უკიდურესად უარყოფითია. გარდა ამისა:

„გამომდინარე იქიდან, რომ შეერთებულ შტატებში რეცესია უძრავი ქონების ბაზარზე არსებული არასწორი პოლიტიკის წარმოების გამო მოხდა. მიუხედავად ამისა სავალუტო ფონდს ამერიკისთვის რერფორმების პაკეტი არ შეუთავაზებია. როდესაც ფონდის საქმიანობას აფასებ, შეუძლებელია ვერ დაინახო ის ორმაგი სტანდარტები, რომლებიც ფონდს ღარიბ და მდიდარ ქვეყნებთან მიმართებაში აქვს.“

62 წლის სტრაუს კანი საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი იყო. პოლიტიკური მიმომხილველები ვარაუდობდნენ, რომ ის 2012 წელს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებშიც იყრიდა კენჭს.

XS
SM
MD
LG