ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველომ მერაბიშვილს 4 000 ევრო უნდა გადაუხადოს


სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის დასკვნით, „ვერ დადგინდა, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის მიზანი მისი პოლიტიკური სცენიდან მოშორება იყო". ამავე დროს, სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის და პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მტკიცება, რომ ის საკნიდან გაიყვანეს და გვიან ღამით დაკითხეს, "საკმაოდ დამაჯერებელია და შესაბამისად, დამტკიცებულია".

დიდმა პალატამ უცვლელად დატოვა სტრასბურგის სასამართლოს მიერ 2016 წლის ივნისში მიღებული გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის სარჩელზე. 28 ნოემბრის დადგენილებით, მერაბიშვილის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 და მე-5 მუხლის პირველი პუნქტი (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები; თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება). სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, მოსარჩელეს აუნაზღაურდეს 4 000 ევრო. მოსარჩელე 15 000 ევროს გადახდას ითხოვდა.

ევროპული სასამართლოს დასკვნით, მერაბიშვილისთვის თავისუფლების შეზღუდვის მთავარი მიზანი, დროთა განმავლობაში შეიცვალა. მიზანი ჯერ იყო დანაშაულების გამოძიება, შემდეგ კი "ინფორმაციის მიღება ჟვანიას გარდაცვალებასა და სააკაშვილის საბანკო ანგარიშებზე“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG