ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ატლანტიკური ქარიშხლების სეზონზე წელს 23 შტორმს ელიან


ვარაუდობენ, რომ 2024 წლის ატლანტიკური ქარიშხლების სეზონი "უკიდურესად აქტიური" იქნება. ინფორმაცია ამის შესახებ ხუთშაბათს, 4 აპრილს, კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სინპოტიკოსებმა გაავრცელეს.

23 პროგნოზირებული ქარიშხლიდან ხუთი შეიძლება დიდი სიმძლავრის გახდეს, რომლის დროსაც, ქარის სიჩქარემ შესაძლოა 178 კმ/სთ-ზე მეტს მიაღწიოს. სინოპტიკოსების თქმით, ქარიშხლების ასეთი რაოდენობა, გამოწვეულია ოკეანის თბილი ტემპერატურისა და კლიმატის ცვლილებებით.

პროგნოზში ასევე აღნიშნულია, რომ გასული წლის განმავლობაში გლობალურად სიცხის მატება უფრო მაღალი იყო, ვიდრე როდესმე ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ამან კი შეიძლება ხელი შეუწყოს ექსტრემალური ამინდის გაუარესებას.

მიუხედავად იმისა, რომ პროგნოზს არ შეუძლია განსაზღვროს, თუ სად წარმოიქმნება ქარიშხალი, ზუსტად იციან, რომ სანაპიროზე მცხოვრები მოსახლეობა და ენერგოკომპანიები ყველაზე მეტად დაზარალდებიან.

ამერიკის ნედლი ნავთობის წარმოების 15%, მშრალი ბუნებრივი აირის წარმოების 5% და ნავთობის გადამუშავების სიმძლავრის თითქმის 50% მექსიკის ყურეში, ანუ ქარიშხლების აქტიურ ზონაში ხვდება.

ქარიშხლების სეზონი შეერთებულ შტატებში 1 ივნისიდან 20 ნოემბრამდე გრძელდება.

XS
SM
MD
LG