ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თავისუფლების ქანდაკების მუზეუმი


16 მაისს, ნიუ-იორკში, თავისუფლების ქანდაკების მუზეუმი იხსნება. მუზეუმში ვიზიტორებს საშუალება ექნებათ შეისწავლონ ქანდაკების ისტორია, - როგორია ლეგენდარული ქანდაკების გავლენა მსოფლიოზე.

თავისუფლების ქანდაკების მუზეუმის შენობა.
თავისუფლების ქანდაკების მუზეუმის შენობა.

თავისუფლების კუნძულზე, 2 415 კვადრატული მეტრი ფართის მუზეუმი, დამთვარიელებლისთის, ოფიციალურად, ხვალ გაიხსნება. ქანდაკებას ყოველწლიურად 4 მილიონზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს თუმცა, სხვადასხვა შეზღუდვების გამო, მათგან მხოლოდ მცირე ნაწილს შეეძლო უშუალოდ ქანდაკებაში შესვლა. ხვალიდან კი, ქანდაკებაში განთავსებული მცირე მუზეუმის ექსპონატები, ახალ მუზეუმში განთავსდება.

მუზეუმი, ზუსტად ისეთივე ქვით არის მოპირკეთებული, რითიც ქანდაკების პედესტალი. დიზაინერები შეეცადნენ, შენობა საერთო კომპოზიციიდან ამოვარდნილი არ ყოფილიყო. შიდა სივრცე კი სხვადასხვა დონეებადაა დაყოფილი.

მუზეუმის მთავარი ექსპონატი, კი ქანდაკების ლამპარია. ლამპარი ასლით, 1985 წელს ჩაანაცვლეს.

მასშტაბური ნეოკლასიკური სკულპტურა, ამერიკის შეერთებულ შტატებს, საფრანგეთმა აჩუქა, - ეს არის საჩუქარი ამერიკელ ხალხს, ფრანგი ხალხისგან.

ტვიტერი

XS
SM
MD
LG