ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თავისუფლების ქანდაკება 125 წლისაა


თავისუფლების ქანდაკება 125 წლისაა
თავისუფლების ქანდაკება 125 წლისაა

ნიუ-იორკში მდებარე თავისუფლების ქანდაკება დაბადების 125-ე წლისთავს აღნიშნავს. ქანდაკების ჩირაღდანში დამონტაჟებული ხუთი ვიდეო თვალი, დამთვალიერებლებს ნიუ-იორკის სანაპიროს მთლიანი ხედის დანახვის საშუალებას აძლევს.

თავის დროზე, ქანდაკება, შეერთებულ შტატებს საფრანგეთმა აჩუქა. ქანდაკება ბევრი ამერიკელისათვის დღესაც თავისუფლების სიმბოლოს წარმოადგენს.

პარასკევს დაგეგმილი საზეიმო ცერემონიალის შემდეგ, შეერთებული შტატების მთავრობის პარკების სააგენტო თავისუფლების ქანდაკებას სარემონტო სამუშაოების ჩატარების მიზნით დროებით დაკეტავს. აღნიშნული სამუშაოები 27 მილიონი დოლარი ჯდება, რომელიც ერთ წლამდე გასტანს. თუმცა მნახველებს, თავისუფლების კუნძულის პარკის დათვალიერების შანსი ამ დროის განმავლობაშიც ექნებათ.

XS
SM
MD
LG