ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"მივესალმები ყოფილი პრეზიდენტის გადაყვანის გეგმას გორის სამხედრო ჰოსპიტალში" - ზურაბიშვილი


სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი მიესალმება საქართველოს ხელისუფლების გეგმას, პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შესახებ. პრეზიდენტი აცხადებს, რომ ჰოსპიტალი აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს, როგორც სამედიცინო, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით. მისივე თქმით, ხელისუფლების გადაწყვეტილება სრულად პასუხობს სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნას.

"მივესალმები ყოფილი პრეზიდენტის გადაყვანის გეგმას გორის სამხედრო ჰოსპიტალში, რადგან ეს არის ადგილი, რომელიც აკმაყოფილებას ყველა სტანდარტს, როგორც სამედიცინო, ასევე უსაფრთხოების მიმართულებით. ამდენად, ეს გადაწყვეტილება სრულად პასუხობს სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნას, რომელსაც წინასწარ დაეთანხმა თვით, ყოფილი პრეზიდენტი და განაცხადა, რომ შეწყვეტდა შიმშილობას მულტიპროფილურ კლინკიკაში გადაყვანის შემთხვევაში." - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პრეზიდენტის ზურაბიშვილის ასევე მიესალმება ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილებას, შიმშილობის შეწყვეტის შესახებ. ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილებები წინ გადადგმული ნაბიჯებია.

"მნიშვნელოვანი და სწორია ოპოზიციის მზაობა, არ გამართოს საპროტესტო აქციები კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე და ასევე, ზოგი პარტიის გადაწყვეტილება პარლამენტის ბოიკოტის შეწყვეტის შესახებ. დღევენდელი გადაწყვეტილებები წინ გადადგმული ნაბიჯებია, რაც საზოგადოების დაწყნარებასა და ქვეყნის სტაბილურობას უზრუნველყოფს", - ნათქვამია განცხადებაში.

იუსტიციის მინისტრის შეთავაზებას გლდანის ციხიდან გორის სამხედრო საავადმყოფოში გადაყვანასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილი დათანხმდა, თუმცა გარკვეული წინაპირობებით. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე დათანხმების თაობაზე თანაპარტიელთან, ადვოკატთან და უკრაინის საელჩოს წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.

XS
SM
MD
LG