ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ჩვენი ყველა მეგობრის, საერთაშორისო პარტნიორის სურვილია პოლარიზაციის შემცირება" - კობახიძე


ირაკლი კობახიძე

"ჩვენი ყველა მეგობრის, საერთაშორისო პარტნიორის სურვილია, რომ მოხდეს დღის წესრიგის შეცვლა და შემცირდეს პოლარიზაციის ხარისხი ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში" - სტრასბურგში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა, "ქართთული ოცნების" თავმჯდომარემ, საქართველოს პარტნიორების მოლოდინებისა და სურვილების შესახებ, ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ირაკლი კობახიძე და მმართველი გუნდის წარმომადგენლეები, სტრასბურგში ოფიციალურ შეხვედრებს მართავენ. უკვე გაიმართა შეხვედრა ევროპარლამენტარებთან.

"ვისაუბრეთ ზოგადად შიდა პოლიტიკაზე, მისი განვითარების პერსპექტივებზე. ჩვენ როგორ ვხედავთ შიდა პოლიტიკის განვითარებას, ჩვენი ინფორმაცია გავუზიარეთ. ჩვენი ყველა მეგობრის, საერთაშორისო პარტნიორის სურვილია, რომ მოხდეს დღის წესრიგის შეცვლა და შემცირდეს პოლარიზაციის ხარისხი ჩვენს ქვეყანაში, პოლიტიკურ სისტემაში. ამისათვის მნიშვნელოვანია შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა“ - განაცხადა კობახიძემ.

მმართველი პარტიის თავმჯდომარის თქმით, შეხვედრაზე საუბარი მიმდინარე პოლიტიკურ თემებთან ერთად, პატიმრობაში მყოფი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო.

„ყველა თემაზე გვქონდა საუბარი, რაც უკავშირდება შიდა პოლიტიკას, მათ შორის, რა თქმა უნდა, საუბარი შეეხო სააკაშვილის თემასაც, მისი გადაყვანის, შიმშილობის თემას" - აცხადებს კობახიძე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG