ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"კორონავირუსის აღმოფხვრამდე ციხეები მაქსიმალურად ჩაკეტილი გახდება" - თეა წულუკიანი


მომავალ კვირას გახდება ცნობილი, როგორ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას საქართველოს პენტენციური სისტემა.

იუსტიციის მინისტრის მიერ დღეს გაკეთებული განცხადების მიხედვით, საქართველოში, კორონავირუსის აღმოფხვრამდე ციხეები კიდევ უფრო ჩაკეტილი იქნება. მიზეზი, პენტენციურ დაწესებულებებში, ვირუსის გავრცელების პრევენციაა.

მინისტრი განმარტავს, რომ ცვლილებები პატიმრების დახურულ ციხეებში მოთავსებას არ გულისხმობს. თუმცა, მინისტრი მსჯავრდებულებს ურჩევს დაიცვან ჯანდაცვის სისტემის მიერ გაცემული რეკომენდაციები.

სამინისტროს გეგმის მიხედვით, რაც შეიძლება ნაკლებმა თანამშრომელმა უნდა იაროს ციხიდან სახლში.

„ეს გეგმა მუშავდება და ჩვენი მიზანია, რომ კორონავირუსის აღმოფხვრამდე ციხეები გახდეს მაქსიმალურად კარჩაკეტილი. ამიტომ ყველა ოჯახს მინდა მოვუწოდო, ნუ მოინდომებენ ციხეში ისეთი ადამიანების შეგზავნას ამბის გამოსატანად, რომლებსაც არავითარი საჭიროება ამ მომენტისთვის არ აქვს. ადვოკატებიც აუცილებელია, რომ ციხეში შედიოდნენ მხოლოდ მაშინ, თუკი საქმე ეხება საქმის გასაჩივრებას, სხვა საპროცედურო საჭიროებებს." - განაცხადა მინისტრმა.

თეა წულუკიანის თქმით, ციხეების მაღაზიებში პროდუქტის მაგრაგი არსებობს და პატიმართა კვებაზე პასუხისმგებელი კომპანია 25 საათიან რეჟიმში მუშაობს. ასევე, სასჯელაღსრულების 15ვე დაწესებულებაში, მედიკამენტების მარაგი არსებობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG