ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მხარეებს ესკალაციის თავიდან აცილებას მოუწოდებს


სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მოგრან ორტაგუსმა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ „ამერიკის შეერთებული შტატები თვალს ადევნებს ცნობებს სამხედრო ძალის ზრდის შესახებ რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონის ადმინისტრაციული საზღვრის (ABL) მახლობლად.“

სახელმწიფო დეპარტამენტი მხარეებს მოუწოდებს თავიდან აიცილონ ვითარების ესკალაცია, და სიტუაციის გადასაჭრელად გამოიყენონ ევროპის მონიტორინგის მისიის ცხელი ხაზი და იმოქმედონ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან ერთად.

ორტაგუსი ასევე აცხადებს, რომ შეერთებული შტატები მოუწოდებს „რუსეთის ფედერაციას გამოიყენოს ყველა არსებული არხი ადმინისტრაციული საზღვრის (ABL) მახლობლად სიტუაციის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.“

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანაში საოკუპაციო ძალების კონცენტრაციის გაზრდას მოჰყვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG