ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით


ადამიანის უფლებათა ევროპული სასმართლოს გამოტანილ განაჩენს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი. მისი თქმით, სახელმწიფომ განაჩენი სამართლიან და აპოლიტიკურ გარემოში უნდა აღასრულოს:

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, რომელსაც კითხვა სახელმწიფო დეპარტამენტში მივლენილმა "ამერიკის ხმის" ჟურნალისტმა ნაიკ ჩინგმა დაუსვა, განაცხადა: „ამერიკის შეერთებული შტატები ერთგულია და კვლავ აგრძელებს საქართველოს დახმარებას გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის მრავალფეროვნების დაცვაში.

ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებოდით სიტუაციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსთავი 2-თან დაკავშირებით. გამოხატვის თავისუფლება და მედია ლანდშაფტი, რომელიც აზრთა ფართო სპექტრს წარმოადგენს, არის დემოკრატიის საფუძველი. ჩვენ მოვუწოდებთ [საქართველოს] მთავრობას, რომ აღასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასმართლოს გადაწყვეტილება ისე, რომ ეს იყოს სამართლიანი, აპოლიტიკური და მისცეს საშუალება მედიას, რომ წარმოადგინოს სხვადასხვა შეხედულება და აზრი.“

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 18 ივლისის გადაწყვეტილებით, ძალაში დატოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნებაზე. სტრასბურგის გადაწყვეტილებამ აღიარა საქართველოს სასამართლოს სამივე ინსტანციაში დამდგარი განაჩენი. სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს ოფიციალურად გადაუფორმა.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG