ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტამბოლში მიტინგი დაშალეს


პოლიციელებს მომიტინგეები ქვის სროლით და შეძახილებით შეხვდნენ

დღეს სტამბოლში ტაქსიმის მოედანზე პოლიციამ ბარიკადები გაარღვია და ასობით აქციის მონაწილე წყლის ჭავლით და ცრემლსადენის გაზით დაშალა.

ანტი სამთავრობო აქცია ტაქსიმის მოედანზე 10 დღეა გრძელდება. ადგილზე მისულ პოლიციელებს მომიტინგეები ქვის სროლით და შეძახილებით შეხვდნენ. პოლიციასთან შეტაკების დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

მიტინგის დაშლის შემდეგ აქციის მონაწილეები სტამბოლის პარკისკენ წავიდნენ, სადაც ასობით ადამიანი სამთავრობო პროექტს აპროტესტებს.

პრემიერ-მინისტრის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, სამშაბათს გამართული დემონსტრაციები მსოფლიოს თვალში თურქეთის იმიჯის და ეკონომიკის დაკნინებას ემსახურება.
XS
SM
MD
LG