ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტალინის ძეგლი კვლავ დავის თემაა


ცოტა ხნის წინ ჩატარებულ გამოკითხვაში ქართველების უმრავლესობამ სტალინი „ბრძენ ლიდერად“ შეაფასა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:46 0:00
ბმული

იოსებ სტალინი 30 წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირს რკინის მუშტით მართავდა. მისი მმართველობის დროს საბჭოთა კავშირში 20 მილიონზე მეტი ადამიანი იქნა მოკლული - დახვრეტის, გაუსაძლის პირობებში გადასახლებისა თუ ხელოვნურად გამოწვეული მასობრივი შიმშილის გამო.
გორის მოსახლეობის ერთ ნაწილს იოსებ ჯუღაშვილი საკუთარ გამოჩენილ თანამოქალაქედ მიაჩნია.

სტალინის გამზირზე გორის სტალინის მუზეუმი მდებარეობს, რომელიც აგურის უბრალო სახლია. ამ სახლში მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ლიდერმა სიცოცხლის პირველი ოთხი წელი გაატარა.
სტალინი გორის ნომერი ერთი ტურისტული ღირშესანიშნაობაა.
კატია გორის ტურიზმის სამსახურის ხელმძღვანელია.

„სტალინი ისტორიული ფიგურაა, ის დიდი ლიდერი იყო. ხალხს აინტერესებს მისი მოღვაწეობა და პიროვნული მახასიათებლები.“
გორის სტალინისადმი სიყვარულს დაახლოებით 3 წლის წინ დარტყმა მიადგა.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გორის ცენტრალური სკვერიდან სტალინის ბრინჯაოს ძეგლის მოხსნის ბრძანება გასცა. ძეგლი ღამის განმავლობაში აიღეს.

დღეს ეს ძეგლი მიტოვებულ და ხალხისგან მოშორებულ ადგილზე დგას. დაახლოებით 6 მეტრის სიმაღლის ძეგლი სახით მიწაზეა დამხობილი დამცავი ნაგებობის, ან სახურავის გარეშე.

ჯუღი ხიდაშელი სტალინის ფანია:

„სტალინი ძალიან ძვირფასია ჩვენთვის - ყველასთვის გორში. ყველას საკუთარი შეხედულება აქვს, მაგრამ სტალინი აქ დაიბადა, ეს მისი ქალაქი, მისი სამშობლოა. გორში მისი ძეგლი აუცილებლად უნდა იდგას.“

რამდენიმე საპროტესტო დემონსტრაციისა და პეტიციების შემდეგ, გორის ქალაქის საბჭომ გადაწყვიტა სტალინის ძეგლის აღდგენა.

სტალინის დაბადების დღემდე, 21 დეკემბრამდე, სტალინის ამჟამად განდევნილი ქანდაკება მისი მუზეუმის ბაღში აღიმართება.
ქეთინო ახობაძე მუზეუმში 1978 წლიდან მუშაობს:

„აქ ხალხი მთელი მსოფლიოდან ჩამოდის - პოლონეთიდან, ამერიკიდან, იუგოსლავიიდან, კოლუმბიიდან, ბრაზილიიდან, იაპონიიდან და ჩინეთიდან. ყველა ქვეყნიდან გვყავს სტუმრები.“

სხვა ქართველები სტალინის ძეგლში კომერციის გარდა სხვა რამესაც ხედავენ. ისტორიკოსები ამბობენ, რომ სტალინის მმართველობის პერიოდში 700 ათასი ქართველი იქნა მოკლული. ამაში შედის დახვრეტილი, გადასახლებული და მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ქართველები.
ალექსანდრე რონდელი ამბობს, რომ დედამისის ოჯახის წევრების უმრავლესობა სტალინის მმართველობის დროს იქნა დახვრეტილი.

„მე თუ მკითხავთ, იქ ყველაფერს დავანგრევდი. მაგრამ ბევრ ადამიანს მიაჩნია, რომ სტალინი ისტორიული ფიგურა იყო.“

ცოტა ხნის წინ ჩატარებულ გამოკითხვაში ქართველების უმრავლესობამ სტალინი „ბრძენ ლიდერად“ შეაფასა. საქართველოში ოპოზიცია აცხადებს, რომ სტალინის ძეგლები დროთა განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით იდგმება, ხოლო პრემიერ მინისტრტი ბიძინა ივანიშვილი კი ამ ფაქტს ყურადღებას არ აქცევს:

„ეს ცრუ პოლიტიკისა და ტყუილების კარგი მაგალითია. სიმართლე ისაა, რომ სტალინის ძეგლს არ აღადგენენ.“

მიუხედავად იმისა, საბოლოო ჯამში, აღადგენენ თუ არა სტალინის ძეგლს გორში, უცხოელი სტუმრები ამბობენ, რომ მუზეუმის ექსპონატები დროშია გაყინული.

ჯორჯ მარტინი ამბობს, რომ მას მუზეუმში გამოხატული ლიდერის გაიდეალების შთაბეჭდილება არ მოეწონა:

„მან ევროპაში ფაშიზმი დაამარცხა, თუმცა პარალელურად მილიონობით ადამიანი მოკლა. მეტი ბალანსი უნდა იყოს, მასალა სხვა კუთხით უნდა იყოს წარმოჩენილი და ის არ უნდა იყოს გმირად გამოყვანილი.“

არჩევნების შემდეგ გამოწვევა ის იქნება, რომ მუზეუმს რესტავრაცია ჩაუტარდეს და სტალინის მმართველობის მსხვერპლსაც სათანადო ყურადღება დაეთმოს.
XS
SM
MD
LG