ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შრი-ლანკამ სოციალური მედია დაბლოკა


კვირას, შრი-ლანკამ სოციალურ ქსელებზე ხელმისაწვდომობა დაბლოკა. მათ შორის, გათიშა წვდომა ფეისბუკზე და ვოთსაპის აპლიკაციებზე.

შრი-ლანკის საინფორმაციო დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ეს დროებითი ზომაა ქვეყანაში მშვიდობის შესანარჩუნებლად.

საინფორმაციო სააგენტო "როიტერი" იტყობინება, რომ გუშინ დააკავეს ფეისბუკის იმ პოსტის ავტორი, რომელიც წერდა: "ერთ დღეს, თქვენ იტირებთ."

ეს მესიჯი, ქვეყნის ქრისტიანმა მოსახლეობამ, ძალადობის მუქარად აღიქვა.

შრი-ლანკის მთავრობა აცხადებს, რომ აღდგომის დღეს განხორციელებულ რამდენიმე თავდასხმაზე ქრისტიანების წინააღმდეგ, ორი ნაკლებად ცნობილი ისლამური დაჯგუფებაა პასუხისმგებელი.

მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. დაიღუპა 250-ზე მეტი ადამიანი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG