ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კორუფციული სქემა ფეხბურთში


380 ჩაწყობილი მატჩი ევროპის კონტინენტზე

ევროპელი გამომძიებლების განცხადებით, მათ ფეხბურთის ისტორიაში ფართომასშტაბიანი კორუფციული სქემა გაშიფრეს. საქმე ეხება ასობით ჩაწყობილ საფეხბურთო მატჩს, მათ შორის იყო მსოფლიო ჩემპიონატის და ჩემპიონთა ლიგის თამაშებიც.

როგორც ევროპოლის ხელმძღვანელმა რობ ვეინრაითმა განაცხადა, გამოძიებამ ევროპის კონტინენტზე 380 ჩაწყობილი მატჩი გამოავლინა. ასევე პროცესში დადგინდა, რომ 300-მდე ჩაწყობილი თამაში აფრიკაში, სამხრეთ და ცენტრალური ამერიკაში გაიმართა.

ევროპოლის შეფის განცხადებით, სქემაში მონაწილეოდნენ ფეხბურთელები, მსაჯები და საფეხბურთო სამყაროს ოფიციალური პირები.
XS
SM
MD
LG