ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

განახლება: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეც-ოპერაციის შედეგად დაკავებულია ერთი ადამიანი. ოპერაციის განმავლობაში ლიკვიდერებულ იქნა სამი ეჭვმიტანილი. ოპერაციის დროს დაიღუპა ერთი და დაშავდა ოთხი სამართალდამცველი.

რამდენიმე ხნით ადრე გავრცელებული ინფორმაციით, სპეც-ოპერაცია ტერორიზმში ეჭვმიტანილი ადამიანების წინააღმდეგ განხორციელდა და არც ერთი მათგანი საქართველოს მოქალაქე არ იყო.

თუმცა მოგვიანებით, სახელმწიფო უსაფრთრხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ ინციდენტის კვალიფიკაციას პროკურატურა გამოძიების მსვლელობისას გააკეთებს.

სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, გომელაურმა განცხადება რეფერალურ საავადმყოფოში გააკეთა, სადაც დაჭრილი სამართალდამცავების სანახავად იყო მისული. მისი თქმით, ”დაველოდოთ გამოძიებას. ჯერ ვერ გეტყვით, რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან, ან რომელი დაჯგუფების წევრები."

Facebook Forum

XS
SM
MD
LG