ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კატალონიაში ნაციონალისტებმა საპარლამენტო უმრავლესობა ვერ მოიპოვეს


ადგილობრივი პარლამენტის მანდატების დიდი ნაწილი ნაციონალისტურმა პარტიებმა მოიგეს

ესპანეთის ნაციონალისტურმა პარტიებმა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე კატალონიაში, ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვეს. თუმცა, ვერ შეძლეს დამოუკიდებლობის მოთხოვნის რეფერენდუმისთვის საჭირო ხმების რაოდენობის მოპოვება.

ოფიციალურ შედეგებზე დაყრდნობით, ადგილობრივი პრალამენტის მანდატების დიდი ნაწილი ნაციონალისტურმა პარტიებმა მოიგეს, თუმცა კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე რეგიონალურმა პრეზიდენტმა არტურ მასმა 135 ადგილიან პარლამენტში უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო.

სოციალისტურმა პარტიამ, რომელიც დამოუკიდებლობის წინააღმდეგია, 8 ადგილი დაკარგა.
XS
SM
MD
LG