ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა


ბოლო 6 კვირის განმავლობაში, ესპანეთში, კორონავირუსით ერთ დღეში გარდაცვლილთა ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. კარგი ამბების პარალელურად ესპანეთში, ეკონომიკაში დიდი ვარდნა დაფიქსირდა. მკაცრი შეზღუდვებისა და აკრძალვების გამო, ქვეყანაში ბიზნესების უმეტესობამ დიდი ზარალი განიცადა.

ესპანეთში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსის ეპიდემიის მხრივ ერთ-ერთი ყველაზე რთული მდგომარეობა იყო. ქვეყანაში ვირუსით 24,000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. მარტის შუა რიცხვებში კი, სწორედ ასეთი რთული მდგომარეობის გამო, ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი აკრძალვების სერია, სწორედ ესპანეთმა შემოიღო. ახლა ოფიციალური პირები, დარწმუნებულები არიან, რომ მდგომარეობა შემსუბუქდა და ამ აკრძალვების ნელ-ნელა მოხსნას გეგმავენ.

მთელი ქვეყნის მასშტაბით ბიზნესები, რომლებმაც ძალიან დიდი ეკონომიკური ზარალი მიიღეს, ახლა ფიქრობენ, როგორ მოერგონ ახალ რეალობას და მუშაობა თავიდან დაიწყონ ისე, რომ ახალი სტანდარტები შეასრულონ.

"გვაიძულებენ, რომ ახალ სტანდარტებს დავემორჩილოთ, მაგრამ ახლა ეს შეუძლებელია", - ამბობს ლივია პატარე, სილამაზის სალონის მფლობელი, რომელსაც ორშაბათიდან, უკვე, შეუძლია მუშაობის დაწყება. "გუშინ, ყველა მაღაზია და აფთიაქი მოვიარე, მაგრამ ხელთათმანები ვერსად ვიპოვე", - ამბობს ის. ესპანეთში დარდობენ, რომ ახალი მოთხოვნების შესრულებას ბიზნესების ნაწილი ვერ შეძლებს და მათი ამუშავება, შესაძლოა ისევ გადაიდოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG