ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ესპანეთში რუსი პროგრამისტი დააკავეს


ბარსელონაში რუსი პროგრამისტი, სავარაუდოდ გასული წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების დროს მომხდარი, ჰაკერული თავდასხმის გამო დააკავეს. მადრიდში რუსეთის საელჩოს პრეს-მდივანმა დაკავების შესახებ განცხადება კვირას გააკეთა, თუმცა არ უთქვამს პიტერ ლევაშოვი რატომ დააპატიმრეს.

როგორც იუწყებიან, ესპანეთის ხელისუფლებამ ლევაშოვის დაპატიმრების შესახებ რუსეთის საელჩოს პარასკევს აცნობა.

რუსული მედიის და როიტერის ცნობით, 36 წლის კომპიუტერების ექსპერტი, სავარაუდოდ ამერიკული ორდერის საფუძველზე დააპატიმრეს, როცა მეუღლესთან, მარია ლევაშოვასთან ერთად, ესპანეთში შვებულების გასატარებლად იმყოფებოდა.

ლევაშოვის დაპატიმრების შემდეგ, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის პრეს-მდივანმა პიტერ კარმა განაცხადა, რომ საქმე „დალუქული რჩება“ და ვაშინგტონს „ამ დროისთვის გასაზიარებელი ინფორმაცია არ გააჩნია“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG