ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ესპანეთში კატალონიელი სეპარატისტების ლიდერები შეიწყალეს


ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა 9 კატალონიელი სეპარატისტი ლიდერი შეიწყალა. ლიდერები რეგიონის დამოუკიდებლობის გამოცხადების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, 2017 წელს დააკავეს.

სანჩესმა, დაკავებულების შეწყალების შესახებ სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა. შეწყალება პირობითია და სეპარატისტთა ლიდერებს, საჯარო თანამდებობის დაკავებას უკრძალავს.

მათ წინააღმდეგ სასამართლომ გადაწყვეტილება 2019 წელს გამიტონა. დაკავებულებს მაშინ 9-დან, 13-წლამდე პატიმრობა მიესაჯათ. მათ ბრალად ედებოდათ ამბოხის წაქეზება და რეგიონის ესპანეთიდან გასვლის რეფერენდუმის ორგანიზებაში საზოგადოებრივი სახსრების ბოროტად გამოყენება. რეფერენდუმი მადრიდმა არ ცნო და ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ის არაკონსტიტუციურად გამოაცხადა.

ლიდერთაგან ერთ-ერთი, რაულ რემოვა, რომელსაც 12 წელი ჰქონდა მისჯილი აცხადებს, რომ რეგიონი თვითგამორკვევისთვის ბრძოლას გააგრძელებს.

„9 ადამიანის შეწყალებით, ისინი არ მალავენ, რომ ასობით სეპარატისტის წინააღმდეგ რეპრესიებს განაგრძობენ. ჩვენ არ დავთმობთ ბრძოლას: ამნისტია და თვითგამორკვევა!“ - წერა რემოვა „ტვიტერზე“.

კონსერვატიურლი ესპანური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი შეწყალების შესახებ გადაწყვეტილებას გააპროტესტებენ.

ამასთან, ასობით სეპარატისტმა, ბარესლონაში კვლავ გამართა საპროტესტო გამოსვლა. ისინი აცხადებდნენ რომ პრემიერ სანჩესის გადაწყვეტილება არასაკმარისია და კვლავ ითხოვენ რეგიონის დამოუკიდებლობის შესახებ, რეფერენდუმის გამართვას.

XS
SM
MD
LG