მადრიდის ერთ-ერთ ბიზნეს უბანში გამართული დემონსტრაცია, რომელიც მოანწილეებიც უკვე მესამე კვირაა ესპანეთში არსებულ უმუშევრობასა და ეკონომიკურ მდგომარეობას აპროტესტებენ, ეტაპობრივად იშლებიან.
მადრიდის მერიის დასუფთავების სამსახურმა დემონსტრაციის ადგილზე სასწრაფოდ გაგზავნა თანამშრომლები მოედნის დასასუფთავებლად.
დემონსტრაციის ორგანიზატორებმა აქციის შეწყვეტის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ესპანეთის რამდენიმე დიდ ქალაქში ახალი მერები აირჩიეს.
მადრიდში დაპირისპირება მოხდა პოლიციასა და დემონსტრაციის მონაწილეებს შორის. შეტაკებების შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი.