ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიქტატორ ფრანკოს ნეშტის ეკლესიაში დასვენების გეგმას აპროტესტებენ


ესპანეთში მასობრივი გამოსვლები მიმდინარეობს იმის წინააღმდეგ, რომ შესაძლოა ესპანეთის დიქტატორ ფრანცისკო ფრანკოს ნეშტი მადრიდის კათოლიკურ ტაძარში დაკრძალონ.

ალმუდენის კათოლიკური ტაძრის წინ შეკრებილი დემონსტრანტები, ფრანკოს კრიმინალად აცხადებდნენ. ზოგიერთს ეკავა ფოტოები, რომელზეც ის თავისი მოკავშირის, ნაცისტი დიქტატორის ადოლფ ჰიტლერის გვერდით დგას.

ესპანეთის მთავრობას სურს ფრანკოს ნეშტი გამოიტანოს მავზოლეუმიდან, რომელიც დიქტატორის ხსოვნას ხოტბას ასხამს, თუმცა არ იცის ნეშტი სად წაიღოს.

სამხედრო ძალებმა, რომელსაც ფრანკო მეთაურობდა და ზურგს ჰიტლერის ნაცისტები და იტალიელი დიქტატორის ბენიტო მუსოლინის ფაშისტები უმაგრებდნენ, 1936-1939 წლების ესპანეთის სამოქალაქო ომში, მემარცხენე რესპუბლიკელები დაამარცხეს.

ისტორიკოსები ამბობენ, რომ ფრანკოს რეჟიმმა ასობით ათასი ადამიანი მოკლა. ფრანკოს მხარდამჭერები კი მას უმადლიან, რომ ქვეყანა კომუნიზმს და საბჭოთა კავშირთან ალიანსს გადაარჩინა.

XS
SM
MD
LG