ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოსმოსური ხომალდი სპეის-X დრაგონი დედამიწაზე ბრუნდება


კოსმოსური ხომალდი სპეის-X დრაგონი, რომელიც კერძო კომპანიის მიერ აშენებულ მსოფლიოში პირველ სატვირთო რაკეტას წარმოადგეს, საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან დედამიწაზე დასაბრუნებლად მზადაა. სადგურს სპეის-X-ი ხუთშაბათს გამოეყოფა, ხოლო 6 საათის შემდეგ ის წყნარ ოკეანეში, ლოს ანჯელესის მახლობლად დაეშვება. ხომალდმა 2010 წელს საცდელი ფრენა დედამიწის გარშემო წარმატებით ჩაატარა, თუმცა ოკეანეში ჩაშვების პროცესი საკმაოდ რთული იქნება, განაცხადა მისიის მეთაურმა ჯონ კულურისმა. მისივე თქმით მთლიანად მისია დიდი წარმატებაა.

XS
SM
MD
LG