ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო სამხრეთ ოსეთის არჩევნებს გმობს


საქართველო სამხრეთ ოსეთის არჩევნებს გმობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამხრეთ ოსეთში გამართულ არჩევნებზე პასუხისმგებლობა რუსეთს უნდა დაეკისროს

საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ კვირას სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მოსკოვში დაგეგმილი ღონისძიება იყო.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო კალანდაძის თქმით, კვირას ჩატარებული პროცესი იყო არა არჩევნები, არამედ კრემლის მიერ ჩატარებული ღონისძიება, რომლისთვისაც პასუხი კრემლს უნდა მოეთხოვოს.

კალანდაძის განცხადებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმართება საქართველოსთან შუთანხმებელი ღონისძიებები. გარდა ამისა, უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები. კალანდაძემ იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო საზოგადოება სწორ და ადეკვატურ რეაგირებას გააკეთებს აღნიშნულზე.

XS
SM
MD
LG